Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის მდგომარეობით, ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კვლავ ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამატებითი გამოკვლევები სჭირდება. ზაზა სარალიძე საავადმყოფოში 11 სექტემბერს ღამით გადაიყვანეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან. შეუძლოდ გახდომამდე სარალიძესა და პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება. ექიმების ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს აღენიშნებოდა სისხლში გლუკოზის მომატება და ჰიპოვოლემიური მდგომარეობა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამებმა, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს განაახლეს სამართლიანობის და მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით. იმავე საღამოს ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო და მოითხოვა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG