Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესს წარედგინა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და რუსეთის ვასალი სახელმწიფოს, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე. „რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევის აღკვეთის მიზნით გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბთა რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

XS
SM
MD
LG