Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის ადმინისტრაცია რუს ჟურნალისტებს თბილისში სასტუმროს უფინანსებს


რუსი ჟურნალისტების ავტობუსი თბილისში
რუსი ჟურნალისტების ავტობუსი თბილისში

„ნეტგაზეთის“ ცნობით, თბილისში ჩამოსულია რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Russia 1-ის ტელეწამყვანი და ჟურნალ StarHit-ის რედაქტორი ანდრეი მალახოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში. გადამღები ჯგუფისა და თავად ტელეწამყვანის სასტუმროს ხარჯებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფარავს. გარდა ამისა, ჯგუფი უზრუნველყოფილია უფასო გიდით. “ეს არის ჩვეულებრივი პრესტური, არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიან ასე სხვა ჟურნალისტებიც, რომლებსაც მინიმალურ დახმარებას ვუწევთ”, – უთხრეს ნეტგაზეთს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. უწყებისვე ინფორმაციით, მათ ასევე შეამოწმეს, ხომ არ დაურღვევია ჟურნალისტს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სასტუმროს ხარჯები “მიზერულია”, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციის მოგვიანებით გაავრცელებენ.

XS
SM
MD
LG