Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს, აქცია გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, „ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაბრუნდება“. მისივე ცნობით, აქცია პარლამენტის წინ ჩვეულ დროს, 19:00 საათზე დაიწყება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მე-6 დღეა პარლამენტის წინ შიმშილობენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG