Accessibility links

ირანმა საფრანგეთის პოლიციას პარიზში მის საელჩოსთან ინციდენტზე დაგვიანებულ რეაგირებაში დასდო ბრალი


ირანის საელჩო პარიზში.

ირანმა პარიზის პოლიციას ბრალი დასდო დაგვიანებულ რეაგირებაში, მისი თქმით, პარიზში მის საელჩოზე ქურთი აქტივისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას დაადასტურა, რომ თავდასხმა პარასკევს მოხდა და მას „რამდენიმე დაპატიმრება“ მოჰყვა.

ნახევრადოფიციალური სააგენტო „ფარს ნიუსი“ იტყობინება, რომ 15-მდე ქურთმა აქტივისტმა ირანის საელჩოს წინ ინციდენტის დროს ირანის დროშა დაწვა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია ქვებით.

ირანმა საფრანგეთს ბრალი დასდო იმ ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერაში, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის დამხობას ცდილობენ.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გასულ კვირაში შვიდი რაკეტა ესროლა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას - შეიარაღებული ორგანიზაციისა, რომელიც ირანის ქურთული თემის ავტონომიისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG