Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი ძირს უთხრიან საერთაშორისო სანქციებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ


რუსეთი და ჩინეთი აქტიურად უთხრიან ძირს საერთაშორისო სანქციებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ამის შესახებ საუბარია გაეროს ახალ დასკვნაში, რომელსაც გაზეთი The Wall Street Journal-ი გაეცნო. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად საერთაშორისო აკრძალვისა, ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, რუსეთისა და ჩინეთის გემებმა საგრძნობლად გაზარდეს საწვავის მიწოდება. ჩრდილოეთ კორეასა რუსეთთან 38, ხოლო ჩინეთთან 200 - ერთობლივი საწარმო აქვს გახსნილი. ხოლო რუსეთისა და ჩინეთის ბანკები ეხმარებიან ფხენიანს მიიღონ საზღვარგარეთ არალეგალურად შეძენილი თანხები, ნათქვამია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG