პეკინი მიმართავს ზომებს ჩინური ნაწარმის აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებაზე საპასუხოდ. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „დასანანად“ მიიჩნევს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ახალი გადასახადების შემოღებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაჭრობის სფეროში ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკების ჩატარება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩინური წარმოების 200 მილიარდი დოლარის საქონელზე 10%-ანი გადასახადის დაწესების შესახებ. ახალი ტარიფები 24 სექტემბრიდან ამოქმედდება. მანამდე, წლის დასაწყისში, აშშ-მა საგანგებო ტარიფები დააწესა ჩინური წარმოების 50 მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტზე. პეკინმა მაშინ რეაგირება მოახდინა ამ გადაწყვეტილებაზე.
ყველაზე პოპულარული
1