Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ბლოგერი ამბობს, რომ თბილისში უცხო პირები ემუქრებოდნენ


აზერბაიჯანელი ბლოგერი აზერ კაზიმზადე, რომელმაც აზერბაიჯანი 8 თვის წინ დატოვა და საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ თბილისში უცხო პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ბლოგერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უცხო ადამიანები მისი ბინის კარებზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე აკაკუნებდნენ და ემუქრებოდნენ. უცხო პირები ერთმანეთში აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.

კაზიმზადე ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში პოლიციელებადაც წარუდგნენ მას.

კაზიმზადეს თქმით, მას ეშინია, რომ გაიტაცებენ ან მოკლავენ კიდეც. "ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ილჰამ ალიევის რეჟიმმა", უთხრა მან რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს.მომხდარის შესახებ მან აცნობა საქართველოს პოლიციას და აპირებს საჩივრის დაწერას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG