Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: საქართველოს მხარდაჭერა აქვს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის საკითხში


მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე. ვაშინგტონი, 2018 წლის 20 სექტემბერი
მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე. ვაშინგტონი, 2018 წლის 20 სექტემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ძალიან კარგი და ნაყოფიერი“ უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრას, რომელიც 20 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართა. მამუკა ბახტაძის თქმით, მაიკ პომპეო საქართველოს ერთგული მეგობარია და სახელმწიფო მდივანს და მის გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს ეკონომიკაში“ - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, მაიკ პომპეოსთან ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც და როლზე, რაც შეიძლება საქართველომ შეასრულოს რეგიონულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მოწადინებულია, რომ აშშ-თან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. „ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

XS
SM
MD
LG