Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა მოიგო მეცის საერთაშორისო ტურნირზე და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის 31-ე ნომერმა ბასილაშვილმა ფრანგი კენი დე შეპერის ძლევის (6:2, 7:6) შემდეგ, წუხელ კიდევ ერთ ფრანგს - უგო უმბერს აჯობა სამ სეტში - 6:7, 7:6, 6:3.

ტურნირის რვა საუკეთესოს შორის მოხვედრით ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორმოცდახუთი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხედფინალი 21 სექტემბერს შედგება და ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

XS
SM
MD
LG