Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა რაპირით ფარიკაობაში. სპორტსმენმა წარმატება ფეისბუქის პირად გვერდზე შეაჯამა და თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 კაცშიც არ მოვიაზრებოდი. დღეს კი ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედალი მოგვაქვს. რომ არა ჩემი ფანტასტიური გუნდი, მე ეს ძალა არ მექნებოდა. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ასევე მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს. თითოეული თქვენგანი ჩემთვის უდიდესი სტიმულია“.

ნინა თიბილაშვილი PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და კამპანიის მხარდამჭერი ვიდეოც ჩაწერა.

XS
SM
MD
LG