Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლიდან საქართველოს პარლამენტი მხოლოდ თბილისში იმუშავებს

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იმუშავებს და მთლიანად თბილისში გადავა. ჩუგოშვილმა ერთ-ერთ პირველ არგუმენტად ის დაასახელა, რომ შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში - ქუთაისსა და თბილისში. „მეორე, არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს საქმეს“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ვიცე-სპკერის ინფორმაციით, შსს აპირებს ამ შენობის გამოყენებას ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, "პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე."

XS
SM
MD
LG