Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ჩინეთს სანქციები დაუწესა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის


რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-400

აშშ-მა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სამმართველოს და მის ხელმძღვანელს დაუწესა სანქციები რუსეთთან თანამშრომლობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ჩინეთმა დაარღვია აშშ-ში 2017 წლიდან მოქმედი კანონი, რომელიც კრძალავს სამხედრო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობას. სანქციების დაწესების მიზეზი გახდა 2017-2018 წლებში, ჩინეთის მიერ სუ-35 ტიპის 10 რუსული თვითმფრინავის და ეს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენა. რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშროლობის გამო, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სამმართველო და მისი ხელმძღვანელი ვეღარ შეძლებენ აშშ-ში ფინანსური ოპერაციების წარმოებას და საექსპორტო ლიცენზიების მიღებას. სააგენტო Reuters-ს მოჰყავს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვები, რომ ამ სანქციების ობიექტი დიდწილად რუსეთია და არა ჩინეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG