Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობაში აბსურდს უწოდებენ "ომეგას" დამფუძნებლის ბრალდებას კორუფციის შესახებ


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს ესაუბრება ავტომანქანების შეძენაზე და ახსენებს ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრებს, ნოდარ ხადურს და დიმიტრი ქუმსიშვილს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მანამდე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრები მოითხოვდნენ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას და ლიმიტი 200-300 ათასი დოლარი იყო.

"ზოგიერთი ბიზნესმენის თუ ვითომ ბიზნესმენის აბსურდულ განცხადებებსა და ბრალდებებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ სამართალწარმოების პროცესი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავს გაართმევენ", - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობაში არ არსებობს არანაირი ელიტური კორუფცია და არანაირი ლიმიტები. ცქიტიშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებს პასუხს გასცემს პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG