Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში სამშვიდობო აქცია გამართეს ქალთა მოძრაობის წევრებმა


ქალთა სამშვიდობო მოძრაობის აქცია
ქალთა სამშვიდობო მოძრაობის აქცია

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, მშვიდობის ხეივანში სამშვიდობო აქცია გამართეს. რამდენიმე წლის წინ ეს ხეივანი გორში მოძრაობის წევრმა ქალებმა გააშენეს. დღეს ამ ხეივანში მშვიდობის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამების გამოფენა მოეწყო. „თუ დღეს ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა, ეს იმას ნიშნავს, ადამიანებს არ ახსოვთ, რომ ერთმანეთს ეკუთვნიან.“ - დედა ტერეზა. „როცა სიყვარულის ძალა დაამარცხებს ძალის სიყვარულს, მაშინ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება.“ - ჯიმი ჰენდრიქსი. მშვიდობის ხეივანში სხვა უამრავი მსგავსი გამონათქვამი გამოიფინა. სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლებმა კი მშვიდობის მოწოდებები მავთულხლართებს მიღმაც გაგზავნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG