Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუისში „პანკისობა 2018“-ის ღონისძიებამდე ინციდენტი მოხდა


მალხაზ მაჩალიკაშვილი. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დუისში დაგეგმილი "პანკისობის" ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დუისში დაგეგმილი "პანკისობის" ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.

პანკისში, სოფელ დუისში მცირე ინციდენტი მოხდა. მანქანამ არასწრულწლოვნების მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვია. რამდენიმე ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პანკისში მობილიზებულია პოლიცია.

პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დუისში დაგეგმილი "პანკისობის" ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ. თემირლან მაჩალიკაშვილის და, მშობლები და ადგილობრივები სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ღონისძიებების გამართვა არასწორია.

თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, მაშინ როცა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ, მსგავსი ღონისძიების გამართვა ხეობაში დაუშვებელია.

„პანკისობა 2018“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ხეობაში დღეს უნდა მოეწყოს. დაგეგმილია სოფელ დუისში ამბულატორიის გახსნა, დოღი, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი პროგრამები და სხვა. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ანონსის მიხედვით პანკისში უნდა ჩავიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე. ელოდებიან სხვა სტუმრებსაც.

XS
SM
MD
LG