Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს


რუსეთმა და ჩინეთმა გააკრიტიკეს აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, დაწესდა მოსკოვის მხრიდან გადადგმული, ზიანის მომტანი ნაბიჯების გამო. როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის ოფიციალური პირები გამოვიდნენ კრიტიკული განცხადებებით 21 სექტემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა შავ სიაში შეიტანა სამ ათეულამდე პირი და კომპანია, რომლებსაც, ვაშინგტონის თქმით, კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოებთან. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, სანქციებს "არანაირი ლეგიტიმურობა არ აქვთ საერთაშორისო კანონმდებლობითო" და იქვე იხუმრა, ვაშინგტონი "ისეთი სიხშირით იყენებს ამ პრაქტიკას, რომ სიქა გაგძვრება, ამგვარ არამეგობრულ ჟესტებს სათითაოდ რომ უპასუხოო". თუმცა, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯს მაინც გადადგამს - "ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩვენ მუდამ ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ პასუხის გაცემის პრინციპსო", განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG