Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კვლავ გამოსვლებია საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ


რუსეთის მასშტაბით კვლავ იმართება გამოსვლები, რომლებითაც აპროტესტებენ მთავრობის გეგმას საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდის შესახებ. მოსკოვში, კომუნისტური პარტიის და სხვა მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს პოლიციის მონაცემებს, რომ აქციაში 3000 პირი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი რიცხვი 22000-მდე იყო. აქციები, რომელთა უმრავლესობა სანქცირებული იყო, რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მთავრობის გეგმამ, საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65, ქალებისთვის 60 წლამდე გაიზარდოს, მოქალაქეებში მწვავე სიბრაზე და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოპულარობის კლება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG