Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლას უკრძალავდნენ ოპოზიციას და მედიას


შეხვედრაზე შესვლის უფლება არ აძლევდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მედიის წარმომადგენლებს
შეხვედრაზე შესვლის უფლება არ აძლევდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მედიის წარმომადგენლებს

ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც შეხვედრა უნდა დაწყებულიყო, შესვლის უფლება არ მისცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მედიის წარმომადგენლებს. შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა, მაია კალანდიამ გააპროტესტა. მათ შესვლა მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას გამოსვლის შემდეგ შეძლეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა მიზანმიმართულად სცადა. თქვა, რომ შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვს ყველას. ოპოზიციამ და მედიამ შენობაში შესვლა მხოლოდ ამ განცხადების შემდეგ მოახერხეს.

მაია კალანდია
მაია კალანდია

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე მან სალომე ზურაბიშვილს დარბაზიდან მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ანტიეროვნული ადამიანია და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების დამცველი.

როსტომ ზარანდია
როსტომ ზარანდია

ოპოზიციის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა ასევე გააპროტესტა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამაც, რომელიც შეხვედრაზე მივიდა ბანერით, რომელზედაც ეწერა: „არ შეეგუო ოკუპაციას“. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG