Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეტ კავანოს კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს სექსუალურ ძალადობაში


აშშ-ში კიდევ ერთ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს ბრეტ კავანო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი. 53 წლის დებორა რამირესი, რომელიც იელის უნივერსიტეტში კავანოსთან ერთად სწავლობდა, „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 35 წლის წინ ერთ-ერთ სტუდენტურ საღამოზე, კავანო მას უწესოდ მოექცა. ეს მსგავსი ხასიათის მეორე ბრალდებაა ბრეტ კავანოს წინააღმდეგ, რომლის კანდიდატურასაც სენატი განიხილავს. მანამდე კავანო სკოლის პერიოდში სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა კრისტინ ფორდმა, ამჟამად კალიფორნიაში მცხოვრებმა პროფესორმა. კავანო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მოელიან, რომ მას მოუწევს სენატის წინაშე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. კავანოს გამოესარჩლა თეთრი სახლიც, რომელიც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უკავშირებს დემოკრატების მცდელობას, ჩააგდონ კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლის კანდიდატურა. კავანოს კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა მოსამართლე ენტონი კენედიმ.

XS
SM
MD
LG