Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი აცხადებს, რომ სირიის საკითხში უთანხმოება აქვს პუტინთან


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგია ყოველგავრი მცდელობისა „ტერორისტებად“ გამოაცხადონ სირიის ზომიერი ოპოზიცია, გაანადგურონ იგი, ან ჩამოაშორონ სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს. ამის შესახებ საუაბრი ერდოანის წერილში, რომელიც რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის ქვეყანას რუსეთისაგან განსხვავებული მიდგომა და პოზიცია აქვს ასევე სირიის პროვინცია იდლიბის გარშემო არსებული კრიზისის თაობაზე. თუმცა ერდოანი მნიშვნელოვანს უწოდებს რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისათვის. ერდოანის წერილის ფონია, რუსეთის გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში მიაწოდოს სირიის არმიას С-300-ი კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ეს გადაწყვეტილება კრემლმა მიიღო მას შემდეგ, რაც სირიაში სამხედრო თვითმფრინავ „ილ20" -ის ჩამოდგებაში მოსკოვმა პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG