Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ლატვიელებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ მოპოვებულ თავისუფლებას

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც თავის ვიზიტს განაგრძობს ბალტიისპირეთში, ორშაბათს ლატვიას ესტუმრა. პონტიფიკმა ქება შეასხა ლატვიელთა ქრისტიანულ სულს, რამაც ქვეყანას გადაატანინა საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაცია და მოუწოდა ლატვიელებს, რათა გაუფრთხილდნენ დიდი რუდუნებით მოპოვებულ თავისუფლებას. 24 სექტემბერს, რიგაში მყოფმა ფრანცისკემ ყვავილებით შეამკო ქალაქის ცენტრში მდებარე თავისუფლების მონუმენტი და მონაწილეობა მიიღო ეკომენურ წირვაში, რომელიც რიგის დომში, ლუთერანულ საკათედრო ტაძარში - აღავლინეს ლუთერანული და ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიების მამამთავრებმა.

XS
SM
MD
LG