Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ შერაზადაშვილი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ესპანეთის სახელით


ნიკოლოზ შერაზადაშვილი
ნიკოლოზ შერაზადაშვილი

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტი ავიდა, ოღონდ ამით საქართველოს ნაკრებს არაფერი შემატებია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილმა უმაღლესი ჯილდო ესპანეთის დროშის ქვეშ მოიპოვა.

ნიკოლოზ შერაზადაშვილი 22 წლისაა, ძიუდოს ანბანი საქართველოში ისწავლა, ესპანეთის სახელით კი საერთაშორისო არენაზე პირველად ექვსი წლის წინ გავიდა. ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, უფროსებში კი პირველ დიდ წარმატებას წლეულს მიაღწია - აპრილში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს პირველობის დასრულებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) აიღო. უცხოეთის სახელით მოჭიდავე ქართველების მონაგარი კი გაცილებით შთამბეჭდავია. შერაზადაშვილის ტრიუმფამდე რობერტ მშვიდობაძემ (60 კგ) ვერცხლი რუსეთის ნაკრებს მოუპოვა, ვეტერანი ძიუდოისტის გიორგი ვაზაგაშვილის ვაჟმა, ვანო ვაზაგაშვილმა (81 კგ) კი, ვედატ ალბაირაკის გვარ-სახელით თურქეთისთვის მოიგო ბრინჯაო.

XS
SM
MD
LG