Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიფიცნენ "იმედის" ტელეოპერატორები


ტელეკომპანია „იმედში“ გაიფიცა საინფორმაციო პროგრამის, „ქრონიკის“ 25 ოპერატორი - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ერთ-ერთმა ტელეოპერატორმა. მისი ინფორმაციით, პროტესტი მოჰყვა სამსახურიდან ორი ოპერატორის გათავისუფლებას და ტესტირებას, რომლის საფუძველზეც ტელეოპერატორების ნაწილს ხელფასი უმნიშვნელოდ გაუზარდეს, ნაწილს კი მნიშვნელოვნად შეუმცირეს. ამავე წყაროს ცნობით, სოლიდარობის ნიშნად გაიფიცა დილის და შუადღის პროგრამების 8 ოპერატორიც. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელები დაპირდნენ, რომ შეხვდებიან და პრობლემას 26 სექტემბერს საღამომდე მოაგვარებენ.

XS
SM
MD
LG