Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარეს

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან გადაიყვანეს „ავერსის კლინიკაში,“ სადაც რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კლინიკაში მიიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით და მას ჩაუტარდა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული და ექოსკოპიური გამოკვლევები და ექიმის კონსულტაცია. ჯორბენაძის თქმით, კვლევების დასკვნის საფუძველზე დიაგნოზი დაიდება. დაახლოებით ოთხსაათიანი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღასულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG