Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფამ დააჯილდოვა


უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა, ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ასე დააფასა პროექტი - „მოყვარულთა ლიგა“, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა და ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოთხასი გუნდი თამაშობს.

უეფა ყოველწლიურად აჯილდოებს ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს სხვადასხვა პროექტისთვის, რომლებიც ფეხბურთის მასობრიობას უწყობს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG