Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვეს


რუსთავის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა 26 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო პროცესზე წინასწარ პატიმრობაში დატოვა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ.

სხდომის დაწყებამდე ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, ბრალდებული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ მიმალულა, რამდენჯერმე იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის ბრუნდებოდაო. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიების მსვლელობის დროს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე განჩინებებით დაცვის მხარეს უარს ეუბნებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გაცნობაზე. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა სულ 8 შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის, მოწმეთა ნუსხიდან იმათი ამოღება, რომელთა ჩვენებებსაც გამოძიება ეყრდნობა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესზე განაცხადა, რომ, მაგალითად, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ გამოძიების მსვლელობისას ჩვენებები შეცვალა.

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების ბათილად ცნობა და ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. შემდეგი სხდომა, რომელზეც მტკიცებულებებს გაეცნობიან, 28 სექტემბერს ჩაინიშნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG