Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის პროკურორმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ომის დანაშაულთა გამოძიებაზე ისაუბრეს

ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში შეხვდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ხელმძღვანელობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულთა გამოძიებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და გორის დაბომბვისას რუსეთის მიერ რაკეტა „ისკანდერის“ გამოყენება. საქართველოს მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სასამართლოსა და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების პროცესს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი ინფორმაციით, ოქტომბერში ჰააგის სასამართლო თბილისში გამართავს მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას და ასევე, იგეგმება პატიმრების გაცვლის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა.

XS
SM
MD
LG