Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში ტერაქტი აღკვეთეს


ნიდერლანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღკვეთილია მსხვილი ტერაქტი. პოლიციამ დააკავა ტერაქტების სერიის მომზადებაში ეჭვმიტანილი 7 პირი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აპირებდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და თვითმკვლელის ქამრების გამოყენებას და მიზნად ისახავდნენ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვას. სპეცოპერაციაში, რომელიც ნიდერლანდის ქალაქებში არნემსა და ვერტში ჩატარდა, 400-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ჯგუფის ხელმძღვანელად მიჩნეულია ქალაქ არნემში მცხოვრები 34 წლის ერაყელი, რომელიც შარშან გაასამართლეს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეერთების მცდელობისთვის. ნიდერლანდის უსაფრთხოების და იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ტერაქტების სერიის აღკვეთის და ეჭვმიტანილთა დაკავების მიუხედავად, თავდასხმების საფრთხე შენარჩუნებულია, ამიტომ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალური ხუთიდან მეოთხე დონემდე გაზარდეს.

XS
SM
MD
LG