Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სავარაუდო პრეტენდენტია


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში 2018 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა ვიწრო წრეშია ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან სინგაპურში გამართული ისტორიული შეხვედრისათვის. სამიტს შედეგად მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის უარი ბირთვულ იარაღზე, რომლის შესაქმნელად ფხენიანი ინტენსიურ ცდებს ატარებდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ნობელის კომიტეტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მოახერხა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, რათა თავიდან აეცილებინა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. ივნისის სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიმი „გულახდილი“ და „პატივსაცემი“ ადამიანია.

ნობელის 2018 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატის სახელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. შესაძლო პრეტენდენტებს შორის 300-ზე მეტი კანდიდატია. ბუკმეკერების თანახმად, ნობელის პრემიის უფრო მეტი შანსი აქვთ ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს - კიმ ჩენ ინს და მუნ ჩჟე ინს. ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის არიან ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი და რომის პაპი ფრანცისკე.

XS
SM
MD
LG