Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: ირაკლი კობახიძის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება


“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. “ქართული ოცნების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. 30 სექტემბერს არაერთმა მედიასაშუალებამ ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება, რომლის ადრესატები არიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები. წერილის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG