Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძის თქმით, შესაძლოა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შს სამინისტროს შენობის წინ გადაინაცვლოს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილეებისთვის გასაშლელი საწოლი მიეტანა, რის საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მას ძალის გამოყენებით წაართვეს გასაშლელი საწოლი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა ზაზა სარალიძემ, აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი გამოვლინებაა ხელოვნური ბარიერების შექმნისა, ვინაიდან სამართალდამცველები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ართმევენ აქციის მონაწილეებს ნივთებს.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, აქციები მაინც გაგრძელდება პარლამენტის შენობის წინ და არ გამორიცხავს, რომ პარალელურად აქციის მონაწილეთა ნაწილმა შს სამინისტროს შენობის წინ გადაინაცვლოს. სარალიძე შესაბამის უწყებებს თხოვნით მიმართავს, რომ მისცენ ტერიტორიაზე კარვის დადგმის საშუალება და განათავსონ ბიოტუალეტები.

XS
SM
MD
LG