Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს-თა მინისტრი "ომეგას" დამფუძნებლის ბრალდებას ერთი მსახიობის თეატრს უწოდებს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მზად არის „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებს პასუხი გასცეს ნებისმიერ ადგილას. „ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს - ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

30 სექტემბერს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც და ამ შეხვედრაზე მოთხოვეს 4 მილიონის გადახდა.

გიორგი გახარიამ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, განაცხადა, რომ თემა იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და "იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე."

XS
SM
MD
LG