Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუმდგარი რეფერენდუმის შემდეგ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა


ზორან ზაევი
ზორან ზაევი

მაკედონის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი, რომელიც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მომხრეა, არ გამორიცხავს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც კვირას გამართული რეფერენდუმი შეუმდგარად გამოცხადდა. „ნუ ეთამაშებით ჩვენს მომავალს. იგი ყველაფერზე მეტია და ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ჩვენი ვალია, მაკედონია ვაქციოთ უკეთეს ქვეყნად“, - განაცხადა ზაევმა და დასძინა, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო არ დაუჭერს მხარს რეფერენდუმის შედეგებს, მაშინ სხვა გამოსავალი არ რჩება, „გარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა.“ მაკედონიაში 30 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 91,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას, 5,7% კი წინააღმდეგი იყო. მაგრამ 50%-ზე დაბალი, 35%-ი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა, რის გამოც მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეუმდგარად გამოაცხადა რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე. რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხს ბოიკოტი გამოუცხადეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ქვეყნისათვის სახელის შეცვლას „დანაშაულებრივ ქმედებას“ უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG