Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება, უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩებისთვის მოსამზადებლად. 13 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები ანდორას ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 16-ში კი რიგაში, ლატვიას ეთამაშებიან. ეროვნული გუნდის სლოვაკმა დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი თამაშებისთვის მოსამზადებლად 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონეთის „არკას" 22 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG