Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო „სვეტის“ ხელმძღვანელების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს


სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძისა და დირექტორის, თორნიკე ჯანელისძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის პატრიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯაბელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტიმბერს დააკავა. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, რაც გულისხმობს თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხივის ნივთის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

„სვეტის“ ხელმძღვანელების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. მენაშენეები გივი ჯიბლაძესა და თორნიკე ჯანელიძეს მათ მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG