სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, ლი მიონ ბაკს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კორუფციის ბრალდებით. მას დაეკისრა ასევე ფულადი ჯარიმა 11 მილიონ ნახევარი დოლარის ოდენობით. პროკურატურა მისთვის 20 წლიან პატიმრობას ითხოვდა. თავად ბრადებული არ დასწრებია სასამართლო სხდომას.
76 წლის ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეას 2008-2013 წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს, მათ შორის კომპანია „ სამსუნგისგან“. ყოფილი პრეზიდენტისადმი წაყენებულ ბრალდებებს შორისაა ასევე გადასახადებისთვის თავის არიდება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
გასულ წელს ქრთამების აღების გამო 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, პაკ კინ ხეს. 2009 წელს კორუფციაში დადანაშაულების გამო თავი მოიკლა ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა, ნო მუ ხიონმა. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.