Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6-7 ოქტომბერს დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს


თბილისი

„თბილისობა 2018“ ტრადიციულად არაერთი ღონისძიებით იქნება დატვირთული. თბილისობის პროგრამა გათვალისწინებულია, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზრდილებისთვის. კერძოდ, გაიმართება ხილის ფესტივალი, გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი -შემოდგომის დღესასწაული“, რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა, საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“,სპორტული შეჯიბრებები და სხვა.

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში გაიხსნება იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ქუჩაზე კი კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი დაიდგმება.

„თბილისობა 2018“ 7 ოქტომბერს ასევე ტრადიციულად თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით დაიხურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG