Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის რადის სპიკერს უმასპინძლა


უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად 5 ოქტომბერს უკრაინის რადის სპიკერი, ანდრი პარუბი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა. "აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია”, – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს, აღნიშნა, თავის მხრივ, უკრაინის რადის სპიკერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG