რუმინეთში მიმდინარეობს ორდღიანი რეფერენდუმი, რომლის მიზანია კონსტიტუციის გადახედვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გასართულებლად. რეფერენდუმი ოჯახის დეფინიციის განსაზღვრის საკითხზე ტარდება. რუმინეთის კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის მეუღლეების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ერთობა. თუ რეფერენდუმის კითხვას რუმინელების უმრავლესობა დადებითად უპასუხებს, მაშინ კონსტიტუციაში მეუღლეების ნაცვლად ქალი და კაცი ჩაიწერება. რეფერენდუმის ინიციატორია კონსერვატიული ჯგუფი, მას მხარს უჭერს რუმინეთის გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია. რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით, მათ 2015 წლიდან 3 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს.
რუმინეთში იმართება რეფერენდუმი ქორწინების დეფინიციის საკითხზე

ყველაზე პოპულარული
1