Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


წინასწარი გამოკითხვით, რუს ამომრჩევლებზე ორიენტირებულ „თანხმობას“ ამომრჩეველთა 17 პროცენტი უჭერს მხარს.
წინასწარი გამოკითხვით, რუს ამომრჩევლებზე ორიენტირებულ „თანხმობას“ ამომრჩეველთა 17 პროცენტი უჭერს მხარს.

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მობილიზების საშუალება აქვს სამ პოლიტიკურ ძალას - „თანხმობას“, „მწვანეთა კავშირს“ და პარტიას „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“ წინასწარი გამოკითხვით, რუს ამომრჩევლებზე ორიენტირებულ „თანხმობას“ ამომრჩეველთა 17 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ ორს კი - 9 პროცენტზე მეტი. ლატვიის პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამის შანსები 7 პოლიტიკურ პარტიას აქვს.

XS
SM
MD
LG