Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობაზე ფინალში გავიდა


ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - China Open-ზე - ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და მას ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა 6 ოქტომბერს ნახევარფინალში მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა საათსა და 40 წუთში - 7:6 6:4. ამ მოგებით მან 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ედმუნდის ძლევამდე, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობაზე აჯობა ამერიკელ ჯეკ სოკს, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირს.

ფინალი 7 ოქტომბერს შედგება და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იქნება მსოფლიოს რეიტინგის მე-4 ნომერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

ჩინეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.

XS
SM
MD
LG