Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს ბრეტ კავანოს კანდიდატურას


ბრეტ კავანო
ბრეტ კავანო

ბრეტ კავანოს კანდიდატურა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად, როგორც ვარაუდობენ, სენატის მხარდაჭერას მიიღებს მიუხედავად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებებისა, რომლებიც წამოაყენეს ქალებმა კავანოს წინააღმდეგ.

რამდენიმეკვირიანი გაცხოველებული დებატების შემდეგ, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად ორად გაყო, კონსერვატორ მოსამართლე ბრეტ კავანოს მაინც აღუთქვა მხარდაჭერა ორმა ცენტრისტმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან. ამგვარად, კავანოს დანიშვნას კენჭისყრის მსვლელობისას ვერ დაბლოკავენ მისი მოწინააღმდეგეები.

კავანოს დანიშვნა პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს, გაამყაროს კონსერვატორული გავლენა ქვეყნის უზენაეს სასამართლო ინსტანციებში.

კენჭისყრა ვაშინგტონის დროით 17 საათზე შედგება.

XS
SM
MD
LG