Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ნოემბრამდე გადაიწია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის რეგისტრაციის ვადამ


მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 15 ნოემბრამდე უნდა გაიარონ. ახალი ვადა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით წესდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.

“საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, წარმოიშვა საჭიროება ამ პირებს მიეცეთ დამატებითი დრო რეგისტრაციისთვის, რაც მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, პირებს, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, დამატებით მიეცეთ გონივრული ვადა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რეგისტრაციის განხორციელებისთვის“, - განმარტავენ პროექტის ავტორები.

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე იწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG