Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში 5 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად

ინდონეზიაში 5 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიწისძვრებისა და ცუნამის შემდეგ. ამ მომენტისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს დაღუპულთა 1763 გვამი. გადარჩენილთა ძებნა 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

როგორც Sky News-ი იტყობინება, ტალახისა და ნანგრევების მასის ქვეშ დაიმარხა მთელი რაიონები, მათ შორის სოფლები. ეს ართულებს დაღუპულთა რიცხვის დადგენას. ხელისუფლება შიშობს, რომ გვამების ხრწნის გამო შესაძლებელია გავრცელდეს დაავადებები. როიტერსის მონაცემებით, სტიქიის შედეგად 66 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა.

ერთი კვირის წინ კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად, რამდენიმე მძლავრი მიწისძვრა მოხდა. მას მოჰყვა ცუნამი, შემდეგ კი დაიწყო ვულკანის ამოფრქვევა.

XS
SM
MD
LG