Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ბავშვებისთვის სისხლს გაიღებს


შს სამინისტრომ „სისხლის ბანკთან“, ღუდუშაურის კლინიკასთან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან გააფორმა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებსაც ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ.

„დოკუმენტები ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემა მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს“, - ნათქვამია შს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რამდენიმე წელია უანგაროდ გასცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG