Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი დააკავეს

საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი დააკავეს. 50 წლის აკაკი დოთიაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჯერ ღრომის სამხედრო ბაზაზე, მოგვიანებით კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG