Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში არჩევნები მიმდინარეობს მწვავე ეთნიკური დაპირისპირებების ფონზე


ბოსნიაში არჩევნები მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც ღრმა ეთნიკურ დაპირისპირებებზე უფრო იყო კონცენტრირებული, ვიდრე ეკონომიკურ სირთულეებსა და კორუფციაზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბალკანეთის ამ ქვეყანას. ბოსნიას მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი პოლიტიკური სისტემა აქვს. ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ საპრეზიდენტო სამეული, პარლამენტი და კანტონალური ასამბლეა. არჩევნებმა გაამწვავა დაძაბულობა ბოსნიელ მუსლიმთა და ბოსნიელ სერბთა ხელისუფლებებს შორის, რომელთა შორის უთანხმოებაა მას შემდეგ, რაც დეიტონის 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ბოსნიის შემადგენლობაში შემავალი ორი სახელმწიფოდან ერთ-ერთი, სერბული რესპუბლიკა - რეპუბლიკა სრპსკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG