Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „წარმატებული“ უწოდა ფხენიანში ვიზიტს


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „წარმატებული“ უწოდა კვირას ფხენიანში ვიზიტს, რომლის დროსაც შეხვდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. პომპეომ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელმძღვანელობას ამერიკული დელეგაციის მიღებისთვის და განაცხადა, რომ მხარეები განაგრძობენ წინსვლას სინგაპურის სამიტის დროს მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამის შესახებ პომპეომ ტვიტერში დაწერა.

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა შეხვედრას „სასიამოვნო“ უწოდა და თქვა, რომ ის უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „შესანიშნავ მომავალს“.

პომპეოს მოგზაურობის მიზანი იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი შეხვედრის მომზადება. ფხენიანიდან პომპეო გაემგზავრა სეულში, სადაც ის თავისი ვიზიტის შედეგებს გააცნობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG