Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეტ კავანომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის ფიცი დადო


ბრეტ კავანო

ბრეტ კავანომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის ფიცი დადო მას შემდეგ, რაც ის ადრე სენატმა დაამტკიცა რამდენიმე საათით.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც წამოაყენა კავანოს კანდიდატურა, აღფრთოვანებული შეხვდა მისი დამტკიცების ცნობას.

ფიცის დადების ცერემონიის დროს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ვაშინგტონში, უზენაესი სასამართლოს კიბეზე.

უზენაეს სასამართლოში ახლა წარმოიქმნა კონსერვატიული უმრავლესობა - ხუთი მოსამართლე კონსერვატორებს უჭერს მხარს, ოთხი - ლიბერალებს.

კავანოს კანდიდატურის დამტკიცების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. მას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ დემოკრატები და მიუთითებდნენ იმაზე, რომ კონსერვატორი მოსამართლის დანიშვნამ შესაძლოა დააბრკოლოს გადაწყვეტილება აბორტის ლეგალიზაციის შესახებ, საფრთხე შეუქმნას ბარაკ ობამას რეფორმას ჯანდაცვის სფეროში და პროფკავშირების უფლებებს.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალმა კავანოს ბრალი დასდო წარსულში სექსუალურ შევიწროებაში, დემოკრატებმა მოითხოვეს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება.

რესპუბლიკელებმა ოპონენტებს დევნის კამპანიის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.

სენატში კენჭისყრისას კავანოს მხარი დაუჭირა 51-მა სენატორმა, წინააღმდეგი იყო 48.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG